დედაქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

საქართველო თურქეთთან, რუსეთთან და სომხეთთან ელექტროგადამცემი ხაზების გაძლიერებას გეგმავს

2025-2032 წლებისთვის, საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კავკასიის (შავი ზღვის აუზის ქვეყნების) რეგიონში დაგეგმილი ენერგეტიკული ინტეგრაციის ამოცანათა გადაჭრაში. რაც გულისხმობს ამ ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის მიმოცვლას და საქართველოს ჰიდროენერგორესურსების ათვისებასა და გამოყენებას, – აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმაში.

არსებული გეგმის მიხედვით, 2025-2032 წლებისთვის მნიშვნელოვნად გაძლიერდება საქართველოს ენერგოსისტემის კავშირის ხაზები მეზობელ ენერგოსისტემებთან; თურქეთთან მიმოცვლის შესაძლებლობა გაიზრდება 1050 მგვტ-მდე, რუსეთთან 1600 მგვტ-მდე, სომხეთთან 700 მგვტ-მდე. აზერბაიჯანთან უკვე არის 700-1000 მგვტ-ის მიმოცვლის შესაძლებლობა.

უშუალოდ გადამცემი ხაზებიდან „ტაო“ და „მესხეთი“ თითოეულს შეუძლია 1500 მგვტ სიმძლავრის გატარება, მაგრამ მათი ჯამური გამტარუნარიანობა შეზღუდულია ახალციხის მუდმივი დენის ჩანართების ბლოკების ჯამური გამტარუნარიანობით, რომელიც 2030 წლის შემდეგ 1050 მგვტ-ს გაუტოლდება.

„ამჟამად, ელექტროენერგიის მიმოცვლა ხორციელდება: საქართველოდან რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში და პირიქით; ასევე საქართველოს გავლით რუსეთიდან თურქეთში, აზერბაიჯანიდან თურქეთში; ამ ამოცანათა შესრულებას ემსახურება საქართველოს გადამცემი ქსელის სატრანზიტო გადამცემი ხაზები, თუმცა მათი გამტარუნარიანობა შეზღუდულია ქვეყნის ენერგოსისტემის მუშაობის დასაშვები რეჟიმული პარამეტრებიდან გამომდინარე“, – აღნიშნულია  საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 10 წლიან გეგმაში.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title