რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე პროვოკაციას გეგმავს – უკრაინის დაზვერვა

რუსეთი ხვალ, 19 აგვისტოს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციისთვის ემზადება.

აღნიშნულის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში განაცხადეს.

“ოკუპანტებმა გამოაცხადეს მოულოდნელი “დასვენების დღე” ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. 19 აგვისტოს ZNPP-ში მხოლოდ ოპერატიული პერსონალი იქნება. ყველა სხვა თანამშრომელს შესვლა აეკრძალება. ასევე ცნობილია, რომ Rosatom-ის წარმომადგენლებმა, რომლებიც ცოტა ხნის წინ მუდმივად იმყოფებოდნენ ქარხანაში, სასწრაფოდ დატოვეს ობიექტის ტერიტორია“, – ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.

როგორც უკრაინული მედია წერს, რუსეთის ფედერაცია შეეცდება პროვოკაციაში უკრაინა დაადანაშაულოს.

„ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით, ირკვევა, რომ დამპყრობლებს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ფართომასშტაბიანი დაბომბვის შემდეგ, შეუძლიათ აწიონ ფსონები„ და მოაწყონ ნამდვილი ტერორისტული თავდასხმა ევროპის უდიდეს ბირთვულ ობიექტზე. გარდა ამისა, ამ დანაშაულის დრო ემთხვევა გაეროს გენერალური მდივნის უკრაინაში ყოფნას“, – აღნიშნავს დაზვერვა.

ცნობისთვის, 6 აგვისტოს შემდეგ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს რუსები აკონტროლებენ, როგორც ირკვევა ობიექტის ტერიტორიაზე ხშირი აფეთქებებია, რაც რადიაციული უსაფრთხოების დარღვევის რისკებს ზრდის.

Leave a Reply

Menu Title