თუ ახლა არ ვუშველეთ ენერგეტიკას ზამთარში შესაძლოა დიდი პრობლემები შეგვექმნას

„ზაპროჟიეს ელექტროსადგურის 6-ივე ბლოკის აფეთქება რომ მოხდეს, თითოეულ ბლოკში 66 ტონა ურანია და ეს უკვე მსოფლიო მასშტაბის კატასტროფა იქნება“

რუსები მსოფლიოს ბირთვულ შანტაჟს ახლა უკვე ზაპროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან განაგრძობენ. როგორც ცნობილია, სადგური რუსების ხელშია და მასზე კონტორლი უკრაინამ უკვე 6 აგვისტოდან დაკარგა. ოკუპანტებმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები სადგურზე არ შეუშვეს.

გაეროში რუსეთის ელჩი აცხადებს, რომ სტრატეგიულ ობიექტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების პროვოკაციებია მოსალოდნელი, რის გამოც ვასილი ნებენზიას თქმით, რუსული ჯარი ზონას არ დატოვებს.

რა სახის საფრთხეზე შეიძლება იყოს საუბარი და თუ სადგურზე აფეთქება მოხდება, რა მასშტაბის კატასტროფას მივიღებთ? ამ და სხვა კითხვებზე for.ge-სთან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი და ენერგეტიკოსი გია არაბიძე საუბრობს.

ზაპროჟიეს ატომური ელეტქროსადგური რუსების ხელშია და ისინი მსოფლიოს ბირთვული იარაღით შანტაჟს განაგრძობენ. როგორც უკრაინელები ამბობენ, მათ ამ ეტაპზე არა აქვთ ინფორმაცია რა ხდება სადგურზე. არსებობს თუ არა ახლა იმის საფრთხე რომ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდეს, რა რისკის წინაშე დგას მსოფლიო?

– ელექტროსადგურის  აფეთქების თეორიულისაფრთხე, რა თქმა უნდა, დიდია. თუმცა ზაპროჟიეს ელექტროსადგურის იმ რეაქტორების მწყობირად გამოსვლა, როგორც ეს ჩერნობილის რეაქტორების შემთხვევაში მოხდა, თითქმის შეუძლებელია. ეს არის სხვა ტიპის რეატქორები და სხვაგვარად მუშაობა შეუძლით. თუმცა თუ რეაქტორს ყუმბარა ან ბალესტიკური რაკეტა მოხვდა, ბუნებრივია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. საფრთხე რეალურია და ამისგან თავს ვერავინ დაიზღვევს.

საერთაშორისო დონეზე ახლა სადგურის კონტროლი არ ხდება და უკრაინელები ამბობენ, რომ მათ არა აქვთ ინფორმაცია ექსპულატაციის საკითხები როგორ მიდის. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ რაიმე ხდება. ფონი ელექტროსადგურზე ამ ეტაპისთვის მშვიდია. თუმცა სადგურებს საშტატო და არასაშტატო ავარიების საფთხე აქვს. არასაშტატო ავარიაა ისიც, თუ თვითმფრინავი ამ სადგურს დასაშვებ სიმაღლეზე უფრო ქვემოდ გადაუფრენს. ამიტომ მათ მუშაობის განსაკუთრებული პირობები აქვთ. ახლა ძალიან დიდ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ რუსებს ელექტროსადგურზე ფაქტობრივად, სამხედრო ბაზა აქვთ მოწყობილი. სამანქანო ზალაშიც კი სამხედრო მანქანა შეიყვანეს, რომელიც ჭურვებით არის დატვირთული.

ანუ გამოდის, რომ რუსებს იქ სამხედრო შტაბი აქვთ მოწყობილი, ეს რა სახის რისკის მატარებელია? უკრაინელებმა ელექტროსადგური, რომც არ დაბომბონ და არც ავარიული აფეთქება მოხდეს, იქ განთავსებული შეიარაღება საფრთხეს მაინც ქმნის?

– რა თქმა უნდა, საფრთხე დიდია, რადგან არ ხდება იმ პირობების დაცვა რუსების მხრიდან, როემლიც ექსპულატაციის დროს უნდა ხდებოდეს. მათ, როგორც ჩანს, ამ სადგურის მიმართ სხვა გეგმები ამოძრავებთ. საქმე კი იმაშია, რომ ამ ელექტროსადგურიდან გამომავალი ელექტროხაზები მწყობირად გამოდის. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რუსები ცდილობენ ეს სადგური უკრაინის ენერგოსისტემას ჩამოაშორონ. ამის საშუალებით კი ყირიმის ნახევარკუნძულის ელექტროენერგიით მომარაგება მოახდინონ. ეს არ არის იოლი საქმე, მაგრამ შესაძლებელია, თუკი რუსები იმ ელექტრო ხაზებს ჩაჭრიან, რომლითაც უკრაინის სხვა რეგიონები მარაგდება, ამ ელექტროენერგიას ყირიმისკენ გადაიტანენ. ყირიმის ნახევარკულძულზე ზამთარში სერიოზული პორბლემა ექმნებათ და ელექტროსადგურს ამისთვის გამოიყენებენ.

როგორც ცნობილია, რუსებმა თავისი სპეციალისტები და ექსპერტები ელექტროსადგურზე უკვე შეიყვანეს. მათ სადგურის მართვა შეუძლიათ თუ ფიქრობთ, რომ სწორედ ამ მიზნის მისაღწევად სჭირდებათ?

– ეს ელექტროსადგური რუსეთშია დაპორექტებული, შესაბამისად მათ სადგურის მართვა ძალიან კარგად შეუძლიათ. ამიტომაც ჩამოიყვანეს რუსი სპეციალისტები. ისინი სადგურზე მეტ-ნაკლებად რადიაციულ ფონს აკონტროლებენ. ამავე დროს მუშაობენ, რომ ტექნიკურად ზამთრის დადგომის წინ, ეს სადგური უკრაინის ქსელიდან გამორთონ და ყირიმის ქსელზე გადართონ. სამწუხაროდ, თუ ეს გააკეთეს, რისი შესძლებლობაც რუსებს აქვთ, სამხრეთ უკრაინა ზამთარში ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ამ ელექტროსადგურიდან ელექტროენერგიით ძირითადი მომარაგება აქედან ხდება. პრობლემა ის არის, რომ სადგურზე არსებული სიტუაციის შესახებ, არც უკრაინის და არც საერთაშორისო მასშტაბით ინფორმაცია არ არსებობს.

გამოდის, რომ რუსები ელექტროსადგურს, როგორც ბირთვული იარაღის მსოფლიოს დასაშანტაჟებლად იყენებენ, ასევე მას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს? შესაძლოა სადგური სჭირდებოდეთ ასევე სამხედრო, ენერგეტიკული და ეკონომიკური შანტაჟისთვის?

– დიახ სწორად აღნიშნეთ. რუსებისთვის გარდა იმისა, რომ სადგურს ევროპის და მსოფლიოს დასაშანტაჟებლად გამოიყენებენ, სხვა სახის დატვირთვაც აქვს. ერთი რომელზეც უკვე ვისაუბრე, ხოლო არსებობს სამხედრო დანიშნულებაც, რადგანაც სადგურზე განლაგებული რუსების სამხედრო ბაზის დაბომბვა უკრაინელებს არ შეუძლიათ, გამომდინარე იმ რისკებიდან, რომელიც უკვე ზემოდ ავხსენი. ამიტომაც ისინი სადგურს ფარის სახით, თავშესაფრადაც იყენებენ. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ გამოვიდნენ, უკრაინის პოზიციები დაბომბონ და თავი სადგურს ისევ შეფარონ, რომ უკრაინელებმა საპასუხო ცეცხლი ვერ გაუხსნან. არსებობს კიდევ სხვა ფაქტორიც, ეს არის ბირთვული ნარჩენების ხელმისაწვდომობა. როგორც რუსები ამბობენ, სადგურზე ბირთვული იარაღის წარმოებისთვის ნარჩენებია დარჩენილი. ამიტომ არ სურთ, რომ უკრაინელებმა ეს გამოიყენონ. ორივე მხარისთვის ამ ელექტროსადგურს ძალიან დიდი დანიშნულება აქვს.

როგორც ცნობილია ზაპროჟიეს ელექტროსადგური ჩერნობილის ელექტროსადგურზე 6-ჯერ მძლავრია. მას 6 ბლოკი აქვს და ერთი მათგანიც რომ აფეთქდეს, ევროპისთვის გარდაუვალი კატასტროფა იქნება. კონკერტულად რა სახის საფრთხეზეა საუბარი?

– ერთი წუთით მაინც წარმოვიდგინოთ, რომ ზაპროჟიეს 6-ივე ბლოკის აფეთქება მოხდა, თითოეულ მათგანში 66 ტონა ურანია, ეს უკვე მსოფლიო მასშტაბის კატასტროფა იქნება. ამის თეორიული შანსი არსებობს, რადგანაც 6 ბალესტიკური რაკეტა, რომელიმე მათგანმა რომ ისროლოს, ევროპის არსებობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ერთ-ერთ ბლოკზე მაინც რომ მოხდეს ის, რაც ჩერნობილში მოხდა, ჩათვალეთ, რომ ეფექტი 10-15 ჯერ უფრო უარესი იქნება. რაც იაპონიაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ატომური ბომბის ჩამოგდებისას მოხდა, იმაზე 10-15 ჯერ უფრო მძიმე ეფექტი ექნება. ღმერთმა ნუ ქნას ეს მოხდეს, მერე ომი საერთოდ საჭირო აღარ იქნება, იმდენი ადამიანის და ქვეყნის განადგურების მომსწრენი გავხდებით. 66- ტონა ურანის აფეთქება ევროპას წალეკავს.

საქართველოსთან დაკავშირებით რა სახის საფრთხე არსებობს და ზიანი როგორი შეიძელბა იყოს?

– ცოტა ძნელი წარმოსადგენია საქართველოში ამას რაიმე სერიოზული შედეგი მოჰყვეს, კიდევ ერთხელ ვამბობ, თეორიულად თუ ეს კატასტროფა მოხდა, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ქარის მიმართულებაზე, ღრუბელზე, აფეთქების მასშტაბზე და ა.შ. ჩერნობილისგან განსხვავებით, ზაპროჟიეს ელექტროსადგური უფრო ახლოს არის. ამიტომაც, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს კატასტროფა მოხდეს, უბედურება ჩვენამდეც ადვილად მოაღწევს.

წყარო: for.ge

Leave a Reply

Menu Title