შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებს რთული კლიმატური პირობები ართულებს.
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის, დავით სუხიშვილის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც ხანძრის ქრობის სამუშაოებს ქარის ჩადგომის შემდეგ განაახლებენ.
მისივე თქმით, ცეცხლის ჩასაქრობად 250-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
„ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებს რთული კლიმატური პირობები ართულებს. ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც ხანძრის ქრობის სამუშაოებს ქარის ჩადგომისთანავე განაახლებენ. ასევე 250-მდე არის გაზრდილი მეხანძრე-მაშველთა რაოდენობა. ადგილზე შესაბამისი აღჭურვილობა გვაქვს და ხანძრის ჩასაქრობად ვმუშაობთ“, – განაცხადა დაჩი სუხიშვილმა.