რომან გოცირიძე: “ნამახვანი ჰესის” შეჩერებული მშენებლობაც რუსეთის აქტივში შეიძლება ჩაიწეროს, სულ მცირე 10-15 წლით მიგვაბეს რუსეთს

გოცირიძე თავის Facebook გვერდზე პოსტს ავეყნებს, რომელსაც უცვლელად გთვაზობთ:

“ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასში, შენდება ქარხანა, რომელიც მაღალტექნოლოგიური წარმოებისათვის საჭირო მინერალების გადამუშავებას ითვალისწინებს. აღმოჩნდა, რომ ამ ქარხნის საწინააღმდეგოდ სოციალურ ქსელებში აგორებული კამპანიის უკან იმალება ჩინეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ტროლები და ბოტები. მთავარი თემა ეკოლოგიაა. მსგავსი ტექნოლოგიების წარმოებაში დღეს ჩინეთი დომინირებს, ამიტომ აღნიშნული კამპანია კონკურენტის ჩაძირვას ემსახურება.

გავიხსენოთ, როგორი კამპანია წარმოებდა ანაკლიის პორტის წინააღმდეგ? მთავარ დამრტყმელ ძალად ამ საქმეში მოგვევლინა რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ფოთის პორტის მესაკუთრე კომპანია, APM ტერმინალასი, რომლის აქაური ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ საქართველოს არ სჭირდებოდა ახალი ღრმაწყლოვანი პორტი. მიუხედავად ამისა, ანაკლიის პროექტის გაჩერების საჭიროებაში ვერავინ დაარწმუნეს და ყველა კარგად ხედავს, რომ ამაში ქვეყნის ხელისუფლებაა დამნაშავე. “ნამახვანის” ჰესის ჩაშლილი მშენებლობაც რუსეთის აქტივში შეიძლება ჩაიწეროს. ამით, სულ მცირე, 10-15 წლით მიგვაბეს რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტს (ვინაიდან ნენსკრაჰესის და ხუდონჰესის მშენებლობაც გაურკვეველი ვადით გაჩერდა).

ევროპაში გაზის ფასების თითქმის ათჯერ მატებამ და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მოსალოდნელმა ენერგეტიკულმა კრიზისმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რა რისკების წინაშე დგას ქვეყანა.

დღევანდელი გადმოსახედიდან სულ სხვანაირად ჩანს თავის დროზე აგორებული კამპანია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენების მშენებლობის წინააღმდეგ( კასპის ზღვაში საკმარისი რესურსები არ არის, შევარდნაძის ორჯერ აფეთქება, ეკოლოგიური ხასიათის გამოსვლები და ა. შ. ).

უკრაინაში რუსეთის აგრესიამ ბევრი რამ თვალნათლივ გამოაჩენდა. კარგი იქნება, თუ ამას ახლავე დავინახავთ და არა ორი ათეული წლის შემდეგ, როგორც ეს “ბაქო-ჯეიჰანის” შემთხვევაში მოხდა.”

Leave a Reply

Menu Title