ყაზახეთის ჩრდილოეთში ტყის ხანძრების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს, არის ნავთობის საცავში ხანძრის გავრცელების საშიშროებაც

ყაზახეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ტყის ხანძრების გამო, 1000-მდე მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძრის არეალი ფართოვდება და რეგიონში მდებარე ნავთობის ბაზას უახლოვდება. ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსს აღწევს. ძლიერი ქარის შედეგად, ცეცხლი სწრაფად ვრცელდება. ამ დროისთვის განადგურებულია 3 000 ჰექტარი ტყის მასივი.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა იური ილიინმა ხელისუფლება სოფელ ამანკარაგაის მახლობლად ნავთობის საცავში ხანძრის გავრცელების საშიშროების შესახებ გააფრთხილა.

იმავდროულად, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი კოსტანის რეგიონში სამუშაო ვიზიტის დროს გეგმავს ეწვიოს ოპერატიული შტაბს და ტყის ხანძრის ლიკვიდაციისთვის გატარებულ ღონისძიებებს გაეცნოს.

Leave a Reply

Menu Title