“რთული ზამთარი იქნება როგორც უკრაინელი ხალხისთვის და შეიარაღებული ძალებისთვის, ისე ჩვენთვის, მაგრამ ვალდებულნი ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინას”

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის და მომავალი ზამთარი გამოცდა იქნება უკრაინის მხარდამჭერებისთვისაც.

“ზამთარი მოდის და იქნება რთული პერიოდი. იქნება რთული უკრაინელი ხალხისთვის და შეიარაღებული ძალებისთვის, რომლებიც იბრძვიან მათი თავისუფლებისთვის და ჩვენთვის, ვინც მათ მხარს ვუჭერთ. ჩვენი ერთობა და სოლიდარობა სერიოზული გამოცდის ქვეშ დადგება, რადგან ოჯახები და ბიზნესი გრძნობენ რუსეთის სასტიკი შემოჭრით გამოწვეული ენერგეტიკის ფასების და ცხოვრების ხარჯების მკვეთრ ზრდას“, – აცხადებს სტოლტენბერგი.

მისი თქმით, დასავლეთი ვალდებულია, მხარი დაუჭიროს უკრაინას:

“თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, იქნება მშვიდობა. თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, ის შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ ვალდებულნი ვართ მხარი დავუჭიროთ ამ დამოუკიდებელ დემოკრატიას ევროპის ცენტრში“.

Leave a Reply

Menu Title