თბოელექტროსადგურზე რუსეთის იერიშის გამო, ხარკოვს ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ხარკოვში ერთ-ერთ უმსხვილეს თბოელექტროსადგურზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ხარკოვს არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი.

ამ იერიშს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსები ტერორისტებად რჩებიან.

„თითქმის მთლიანადაა გათიშული ელექტროენერგია ხარკოვში, დონეცკის ოლქში, ნაწილობრივ ზაპოროჟიეში, დნეპროპეტროსვკსა და სუმში. რუსი ტერორისტები ტერორისტებად რჩებიან და კრიტიკულად მნიშვნელოვან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ბომბავენ. არანაირი სამხედრო ობიექტები, ერთადერთი მიზანია, ხალხი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვონ. წაიკითხეთ: გაზის გარეშე თუ თქვენს გარეშე? თქვენს გარეშე. დენის გარეშე თუ თქვენს გარეშე? დენის გარეშე. წყლის გარეშე თუ თქვენს გარეშე? თქვენს გარეშე. საჭმლის გარეშე თუ თქვენს გარეშე? თქვენს გარეშე. შიმშილი, სიცივე და წყურვილი ჩვენთვის ისეთი საშინელი და მომაკვიდინებელი არ არის , როგორც თქვენი „მეგობრობა და ძმობა“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

Leave a Reply

Menu Title