ეიფელის კოშკზე ქარის ტურბინები დამონტაჟდა (ფოტო+ვიდეო)

ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ღამით ეიფელის კოშკის განათების დრო შემცირდება

პარიზის მერი ანა იდალგო ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ეიფელის კოშკის განათების დროის შემცირებას მხარს უჭერს.

Le Journal du dimanche-ს ინფორმაციით, კოშკის 336 ოქროსფერი „პროჟექტორი“ ღამის 1 საათზე ქრებოდა, მაგრამ არსებული ინიციტივით ის 23:45 საათზე ჩაქრება, ანუ როდესაც ბოლო ვიზიტორები დატოვებენ კოშკს.

ეიფელის კოშკის მენეჯმენტმა, კომპანია SETE-მ განმარტა, რომ კოშკის ღამით განათება არის ძეგლის წლიური ელექტროენერგიის გადასახადის მხოლოდ 4%, ხოლო 20,000 LED-ის ციმციმა, რომელიც ანათებს 5 წუთის განმავლობაში ყოველი საათის დასაწყისში, არის ენერგოეფექტური მოწყობილობა.

შესაბამისად, ღონისძიება, რომელიც 13 სექტემბერს გამოცხადდება, სიმბოლურია. SETE-ს პრეზიდენტმა ჟან-ფრანსუა მარტინსმა თქვა, რომ ენერგიის დაზოგვა არ იქნება ფენომენალური, მაგრამ „როგორც მსოფლიოში ყველაზე მონახულებული ძეგლი, ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი“.

ეიფელის კოშკი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. მას ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს.

ეიფელის კოშკის მშენებლობა 2 წელი, 2 თვე და 5 დღე გრძელდებოდა და 1889 წელს დასრულდა პარიზში გასამართ მსოფლიო გამოფენასა და საფრანგეთის დიდი რევოლუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. მისი ავტორია გუსტავ ეიფელი, რომლის ბიუსტიც იქვეა აღმართული.

კოშკის სიმაღლე 300 მეტრია, რაც დაახლოებით 75 სართულს უდრის. მის თავზე 24 მეტრის სიმაღლის ანტენაა, რაც სტრუქტურის საერთო სიმაღლეს 324 მ ნიშნულზე სწევს.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title