მაკრონმა პუტინს ზაპოროჟიეს ატომური ელექსტროსადგურიდან რუსეთის ძალების გაყვანისკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან რუსეთის ძალების გაყვანის შესახებ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ამ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.

„საფრანგეთის პრეზიდენტმა „დაგმო რუსეთის სამხედრო ოპერაციები და გაიმეორა მოთხოვნა, რომ შეწყდეს ის რაც შეიძლება მალე, დაიწყოს მოლაპარაკებები და აღდგეს უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – ნათქვამია მაკრონის ოფისის განცხადებაში.

მისივე თანახმად, ემანუელ მაკრონმა მოუწოდა რუსულ ძალებს, „გაიტანონ მძიმე და მსუბუქი იარაღი ქარხნიდან და IAEA-ს რეკომენდაციები მჭიდროდ შესრულდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ტერიტორიის უსაფრთხოება“.

სატელეფონო საუბრის შესახებ, 11 სექტემბერს, ინფორმაცია გაავრცელა კრემლმაც.

მისი მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა ფრანგმა კოლეგამ ემანუელ მაკრონმა უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული უსაფრთხოების ვითარება განიხილეს.

Leave a Reply

Menu Title