ნავთობის მოპოვება რუსეთში წამგებიანად იქცევა, თუ ბარელის ფასი 44 დოლარს ჩამოსცდება, – თვლიან აშშ-ის ფინანსთან სამინისტროში.
რუსული ნავთობმოპოვებისთვის კრიტიკული სწორედ ეს ზღვარი განიხილება ამჟამად G7-ის მიერ გასულ კვირას ფასის ზედა ზღვრის დაწესების შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, – აცნობა Bloomberg-ს აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ უოლი ადეიმომ, რომელიც უწყებაში რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სასანქციო რეჟიმის შესრულების საკითხებს კურირებს.
მისივე განმარტებით, ბარელში 44 დოლარი — ეს საკუთრივ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს შეფასებაა.
«არ ვაპირებთ რუსეთში წარმოების თვითღირებულებაზე ნაკლები ზღვრული ფასის დაწესებას», — ხაზგასმით აღნიშნა მინისტრის მოადგილემ და იქვე დასძინა, რომ ზღვარი უნდა იყოს იმგვარი, რომ რუსეთს მოპოვების მოტივაცია შერჩეს, მაგრამ მოგება ვერ მიიღოს.