ავსტრიის პრეზიდენტმა ევროპას რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევისკენ მოუწოდა

არჩევნების წინა დღეს ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა ევროპას რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევისკენ მოუწოდა და მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს. ამის შესახებ ვან დერ ბელენი ტვიტერზე წერს.

ავსტრიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში თითოეულ ჩვენგან ეხება.

„ეს არის თავდასხმა ჩვენი ცხოვრების წესზე, ჩვენს დემოკრატიაზე, ჩვენს იდენტობასა და მომავალზე. ევროპა გაერთიანდა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საკითხზე, მაგრამ ვლადიმერ პუტინი ყოველ კუბურ მეტრ გაზს ევროპის გასაყოფად იყენებს“, – აცხადებს ავსტრიის პრეზიდენტი.

Leave a Reply

Menu Title