გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2.4 მილიონი ბარელით გაიზარდა და შეადგინა 429.6 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
ბენზინის მარაგები შემცირდა 1,808 მილიონი ბარელით და შეადგინა 213,0 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები გაიზარდა 4,1 მილიონი ბარელით და შეადგინა 116,0 მლნ ბარელი.
ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი ბარელით და შეადგინა 12,0 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.