ნორვეგიელები მცურავი გვირაბების აშენებას აპირებენ

ნიგერიამ და მაროკომ წყალქვეშა გაზსადენის პროექტზე მემორანდუმი გააფორმეს, რომლითაც გაზით ევროპა უნდა მომარაგდეს

ნიგერიამ და მაროკომ წყალქვეშა გაზსადენის პროექტზე, მემორანდუმი გააფორმეს. პროექტის თანახმად, წყალქვეშა გაზსადენით, აფრიკიდან ევროპის მიმართულებით გაზის მიწოდება უნდა განხორციელდეს.

მედიის ცნობით, მხარეებს შორის მემორანდუმი 15 სექტემბერს გაფორმდა. პროექტის მონაწილეა ნიგერია, მაროკო და დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობის წევრები.

მაგისტრალის სიგრძე 5 600 კილომეტრი იქნება და კუნძული ბრასიდან აიღებს სათავეს და აფრიკის კონტინენტის 13 ქვეყანაზე გაივლის, მაროკოს ჩრდილოეთამდე, სადაც უკვე არის გაზსადენი, რომელიც ალჟირის საბადოებიდან ესპანეთს უკავშირდება.

ნიგერია-მაროკოს გაზსადენის პროექტის ღირებულება $25 მილიარდს მიაღწევს. გაზსადენის სიმძლავრე წელიწადში, 5,4 მილიონი კუბური მეტრი გაზის გატარებაზე იქნება გათვლილი.

წყარო: europetime.eu

Leave a Reply

Menu Title