ენერგორესურსების დასაზოგად, საღამოობით, ლუვრსა და ვერსალში ელექტროენერგიას ტრადიციულ დროზე ადრე გამორთავენ

პარიზის ცნობილ ღირსშესანიშნაობეში – ლუვრის მუზეუმსა და ვერსალის სასახლეში, ენერგორესურსების დასაზოგად, საღამოობით, ელექტროენერგიას ტრადიციულ დროზე ადრე გამორთავენ, – წერს Anadolu საფრანგეთის კულტურის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით.

ლუვრში, რომელიც ადგილობრივი დროით 01:00 საათამდეა განათებული, ახლა 23:00 საათზე გაითიშება ელექტროენერგია. ვერსალის სასახლეში კი, 23:00 საათის ნაცვლად, ელექტროენერგიას 22:00 საათზე გამორთავენ.

უკვე შეცვლილია პარიზის სიმბოლოს – ეიფელის კოშკის განათების საათებიც – 01:00 საათის ნაცვლად, კოშკზე განათებები 23:45 საათზე ითიშება.

Leave a Reply

Menu Title