წყალტუბოს გაზგამანაწილებელ სადგურზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა

წყალტუბოს გგს-ში სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” მ/წ 21 სექტემბერს წყალტუბოს გაზგამანაწილებელ სადგურში სარეკონსტრუქციო სამუშაოები განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში ძველი დაზიანებული რედუცირების კვანძი შეიცვალა ახლით, ასევე დამონტაჟდა ორი რეგულატორი ფილტრებითა და ონკანებით. ამ ეტაპზე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.

Leave a Reply

Menu Title