შესაძლოა ჰესების მშენებლობაზე კითხვები იყოს მაგრამ ჩვენ მეტი ენერგია გვჭირდება

შესაძლოა ჰესების მშენებლობაზე კითხვები იყოს მაგრამ ჩვენ მეტი ენერგია გვჭირდება

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი მუშაობის პრეზენტაციისას ყურადღება ქვეყანაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებითაც გაამახვილა. პრემიერის თქმით, ყველა პროექტი რომელიც ქვეყანაში ხორციელდება შესწავლილია და ის გარემოს არ აზარალებს.

„მე ძალიან კარგად მესმის, რომ მოსახლეობაში შესაძლოა იყოს კითხვები ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. მე მინდა განვუმარტო მოსახლეობას ჩვენი პოზიცია: იმისთვის, რომ მსოფლიოს სწრაფი განვითარებისგან განზე არ ვიყოთ, გვესაჭიროება მეტი ენერგია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ავაშენოთ ჰესები, მაგრამ უნდა ავაშენოთ გონივრულად, ისე რომ არ დავაზარალოთ გარემო. ჩვენ კარგად გვესმის ჩვენი ბუნების ფასი. ჩვენ ყველა პროექტს გონივრულად ვსწავლობთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პრემიერმა.

Leave a Reply

Menu Title