თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელქტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 23 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), რჩეულიშვილის, ნიშნიანიძის, რომელაშვილის, ახალდაბის, არალეთის, კვერნაულის, იფნევის, ზვარეთის, იფანის, დვირის, ჟველაურის და ედისის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ქავთარაძის, მინდელის, პოლიტკოვსკაიას, დანელიას და ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გორგასლის და მარაბდის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას, ლეონიძის და იაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის და სამგორის რაიონები

ქსელში გადართვების გამო გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქინძმარაულის, ჯავახეთის, ცისკარიშვილის, ლორთქიფანიძის, წულაძის, ნადარეიშვილის, სამგორის, მდივანის და ალუბლების ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილის და ჭავჭავაძის  ქუჩების მოსახლეობას.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

Leave a Reply

Menu Title