„თბილისი ენერჯი“: ბინებში გაჟონილი გაზის დაგროვების ფაქტებმა მოიმატა, მოგიწოდებთ – სახლიდან გასვლის წინ გაზის ონკანები გადაკეტეთ, გაზის სუნის შემთხვევაში, 114-ზე დარეკეთ

გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილის, გიორგი ლეფსვერიძის განცხადებით, ბინებში გაჟონილი გაზის დაგროვების ფაქტებმა მოიმატა. ლეფსვერიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ყურადღებით იყვნენ და გაზის სუნის არსებობის შემთხვევაში 114-ზე დარეკონ.

„ბინებში გაჟონილი გაზის დაგროვების ფაქტებმა ძალიან მოიმატა. კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენს აბონენტებს მოვუწოდო: ყურადღებით იყავით, სახლიდან გასვლის წინ გაზის ონკანები აუცილებლად გადაკეტეთ, ხოლო გაზის სუნის არსებობის შემთხვევაში, იქნება ეს სადარბაზოში, ქუჩაში თუ ბინაში, სასწრაფოდ დარეკეთ 114-ზე. ეს ჩვენი საავარიო სამსახურის 24 – საათიანი ნომერია. ისინი ადგილზე მოვლენ და შესაბამის ზომებს მიიღებენ“, – განაცხადა ლეფსვერიძემ  მედიაჰოლდინგ  “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

Leave a Reply

Menu Title