რუსულ ნავთობს ევროკავშირი ახალ სანქციებს უმზადებს

ევროკომისია რუსეთისთვის სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს, რომელიც ნავთობზე ფასების შეზღუდვას და რუსეთიდან ალმასებისა და ფუფუნების სხვა საგნების იმპორტის აკრძალვას შეეხება. ამასთან, სანქციები ფიზიკური პირების შავი სიის გაფართოებასაც მოიცავს, წერს გამოცემა Politico ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით.

აღინიშნება, რომ ახალი სანქციები განხილვაზე 23 სექტემბერს გავა.

დღეისათვის ევროკავშირი, აშშ და კანადა მსჯელობენ რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებაზე. ამ მიმართულებით ქვეყნები ჩინეთისა და ინდოეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობენ.

ზედა ზღვრის დაწესების გრაფიკი ევროკავშირის ანტირუსული სანქციების მეექვსე პაკეტთან უნდა იყოს თანხვედრაში, რომლის თანახმად რუსულ ნავთობზე ემბარგო 5 დეკემბრიდან, ხოლო ნავთობპროდუქტებზე 5 თებერვლიდან ამოქმედდება. თავის მხრივ, კრემლი ნავთობის მიწოდების შეწყვეტით იმ ქვეყნებს დაემუქრა, რომლებიც ფასების ზედა ზღვრის დაწესებას შეუერთდებიან.

წყარო: gbc.ge

Leave a Reply

Menu Title