„სამხრეთის გაზის დერეფნის“ კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

აზერბაიჯანი იტალიაში გაზის იმპორტს ზრდის

ტრანსადრეტიკული გაზსადენი (TAP) წელს იტალიას 9,5 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტ გაზს მიაწვდის, რაც 2021 წელთან შედარებით, 2,5 მილიარდი კუბური მეტრით მეტია.

ამის შესახებ TAP-ის გენერალურმა დირექტორმა ლუკა შიეპატმა იტალიაში Young Hope-ის ღონისძიებაზე განაცხადა, იტყობინება Trend.

„ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის გაზის საჭიროების 13 პროცენტზე მეტზე“, – განმარტა TAP-ის გენერალურმა დირექტორმა.

შიეპატმა აღნიშნა, რომ TAP-მა დაარსების დღიდან ევროპაში 16 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი გადაიტანა, საიდანაც 13,5 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი იტალიამ მიიღო, რაც „ხელს უწყობს მთელი კონტინენტისთვის მიწოდების უსაფრთხოების გაძლიერებას“.

Leave a Reply

Menu Title