იტალიამ რუსეთის გარეშე ზამთრისთვის საკმარისი რაოდენობის გაზი მოიმარაგა

რუსული გაზის გარეშეც იტალიამ მომავალი ზამთრისთვის საკმარისი რაოდენობის გაზი მოიმარგა და რუსეთისგან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტის შემთხვევაში არ ექნება ბუნებრივი აირის დანაკლისი.

ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg წერს.

რუსეთის მხრიდან ენერგეტიკული შანტაჟის დაწყების შემდეგ იტალია ერთ-ერთი პირველი ევროპული სახელმწიფო იყო, რომელმაც ბუნებრივი აირის სხვა მიმწოდებლების აქტიური ძებნა დაიწყო.

თუ კი უკრაინაში შეჭრამდე იტალიის გაზის იმპორტის 40% რუსეთზე მოდიოდა, ამ დროისთვის იგივე მაჩვენებელი 10%-მდეა შემცირებული.

იტალიამ გაზარდა ბუნებრივი აირის მიწოდებები ალჟირიდან და ეგვიპტიდან, რითიც საკმარისი რაოდენობის მარაგი დააგროვა და მომავალ ზამთარს რუსეთისგან მიწოდების სრული შეწყვეტის შემთხვევაშიც არ ექნება დანაკლისი.

ალტერნატიული წყაროების ძებნაშია გერმანიაც, რომლის კანცლერიც ახლო აღმოსავლურ ტურნეს მართავს. სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიტისას შოლცმა უკვე მიაღწია შეთანხმებას თხევადი გაზის მიწოდებაზე არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან.

კატარის ამირასთან შეხვედრისას, რომელიც მსოფლიოში თხევადი გაზის უმსხვილესი ექსპორტიორია, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ კატართან ამ მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობისა და შემდგომი პროგესის იმედი აქვს.

Leave a Reply

Menu Title