ბულგარეთსა და საბერძნეთს შორის გაზსადენი ამოქმედდა

საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორის კომერციული ოპერირება დაიწყო. ამის შესახებ Trend-ს დიზაინერ კომპანია ICGB-ში განუცხადეს.

„გაზსადენი ექსპლუატაციაში პირველი ოქტომბრის დილის 7 საათზე შევიდა. ბუნებრივი აირის პირველი მოცულობები ტრანსადრიატიკის გაზსადენიდან ინტერკონექტორით გავიდა. გაზსადენს წელიწადში 3 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარება შეუძლია.

„ჩვენ ვზეიმობთ სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტის კომერციულ დაწყებას, რომლის მნიშვნელობაც სცილდება საბერძნეთისა და ბულგარეთის ეროვნულ საზღვრებს. IGB-ის ექსპლუატაციაში შესვლით, ჩვენ გადავედით რეგიონის ენერგეტიკული სისტემის განვითარების საკვანძო ეტაპზე და წინ ვდგამთ უზარმაზარ ნაბიჯს უფრო ძლიერი, ურთიერთდაკავშირებული და დამოუკიდებელი ევროპისკენ“, – განაცხადა ICGB-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თეოდორა გეორგიევამ.

როგორც გეორგიევამ აღნიშნა, ეს არის პირველი პროექტი ბულგარეთში, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის წყაროების რეალურ დივერსიფიკაციასა და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას.

„ეს არის პირველი სრულად ავტომატიზირებული გაზსადენი ქვეყანაში და მის დასასრულებლად ჩვენ დავასრულეთ მესამე უდიდესი ჰორიზონტალური მიმართულების ბურღვა ევროპაში. IGB ასევე იქნება ბულგარეთის ერთადერთი პირდაპირი კავშირი TAP-თან და ქვეყანას სამხრეთ გაზის დერეფნის ნაწილად აქცებს“, – აღნიშნა გეპრგოევამ.

 

Leave a Reply

Menu Title