ფლორიდის შტატში ქარიშხლის გამო ქალაქები დაიტბორა, ორ მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ფლორიდის შტატს აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი „იანი“ დაატყდა თავს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ქარიშხალი ფლორიდის შტატს გასცდა და სამხრეთ კაროლინისკენ მიემართება.

ქარიშხალმა ფლორიდაში ქალაქების დატბორვა და მასშტაბური ზიანი გამოიწვია. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი დაახლოებით 2,6 მილიონი ადამიანი.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება, რადგან მაშველებს რამდენიმე საათის წინ მიეცათ დაზარალებულ რაიონებში მისვლის საშუალება.

„რიცხვები ჯერ კიდევ გაურკვეველია, მაგრამ ჩვენ ვიღებთ ნაადრევ ცნობებს იმის შესახებ, რომ ეს შეიძლება, იყოს მნიშვნელოვანი სასიცოცხლო დანაკარგი“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ქარიშხლის სიჩქარე ფლორიდაში საათში 241 კილომეტრს აღწევდა. ამჟამად მისი სიჩქარე საათში 100 კილომეტრამდეა შემცირებული.

ადგილობრივი სამართალდამცველების ცნობით, ქარიშხლის დაწყებიდან რამდენიმე საათში დახმარების მოთხოვნით სულ მცირე 500 ზარი მიიღეს. მათი თქმით, კრიტიკული ინფრასტრუქტურიდან ხალხის ევაკუაცია მანამდე განხორციელდა, სანამ ქარიშხალი დაატყდებოდა თავს. ამჟამად მაშველები იმ ადამიანებთან მისვლას ცდილობენ, ვინც წყალდიდობის გამო სახლებშია ჩარჩენილი.

Leave a Reply

Menu Title