IAEA-ს ხელმძღვანელი კიევსა და მოსკოვს ეწვევა

რუსული ძალების მიერ უკრაინის ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის, იჰორ მურაშოვის დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი უკრაინასა და რუსეთს ეწვევა. ამის შესახებ IAEA-ს პრესსამსახური იტყობინება.

„ქარხნის პერსონალის ნებისმიერი წევრის ასეთი დაკავება იქნება თავისთავად სერიოზული შეშფოთების წყარო, მაგრამ ამას ასევე ექნება ფსიქოლოგიური გავლენა ზეწოლა დანარჩენ პერსონალზე, რაც საზიანოა ბირთვული უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა გროსიმ.

როგორც ცნობილია, იჰორ მურაშოვი მაშინ დააკავეს, როდესაც ის ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურიდან ქალაქ ენერგოდარში მიემართებოდა. მურაშოვი ავტომობილიდან გადაიყვანეს და თვალახვეული გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

Leave a Reply

Menu Title