შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას ავრცელებს

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას ავრცელებს:

გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 4 ოქტომბერს „ქუთაისი 1“-ისა და წყალტუბოს გაზგამანაწილებელ სადგურებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 4 ოქტომბერს 04:00დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ წყალტუბოსა და მესხეთის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.

კერძოდ, აღნიშნული შეზღუდვა შეეხებათ ქალაქ წყალტუბოსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ფარცხანაყანები, მაღლაკი, თერნალი, უმბრა, ხომული, ბანოჯა, ქვილიშორი, I წყალტუბო, გვიშტიბი, გუბისწყალი, II უბანი, ჩუნეში, მესხეთი, ქვემო მესხეთი, ბროწეულა, მუხრანი.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.”

Leave a Reply

Menu Title