აშშ-ის ხელისუფლებას სურს შემოიღოს ზღვრული ფასის არა მხოლოდ რუსულ ნავთობზე, არამედ ნავთობპროდუქტებზეც

ვაშინგტონის აზრით, აშშ-ის მიერ შეთავაზებული რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასები უნდა გავრცელდეს ასევე ნავთობპროდუქტებზეც, Bloomberg ფინანსთა მინისტრის თანაშემწის მოადგილე კეტრინ ვოლფრამზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

 

ვოლფრამის თქმით, რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის წინადადება ნავთობპროდუქტებზეც ვრცელდება“, – წერს სააგენტო.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ აწარმოებს მოლაპარაკებებს OPEC-თან იმ საკითხზე, თუ როგორ იმოქმედებს დაგეგმილი ზღვარი ნავთობის ფასებზე. ასევე ნათქვამია, რომ ჩინეთი და ინდოეთი არ იღებენ მონაწილეობას მოლაპარაკებებში აშშ-ის მიერ წამოყენებული წინადადების ირგვლივ.

Leave a Reply

Menu Title