საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ (IEA) წყალბადის შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა

საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტო წყალბადის შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელიც არსებულ ტენდენციებსა და მომავალ პერსპექტივებს აანალიზებს.

წყალბადზე მოთხოვნამ 2021 წელს 94 მილიონ ტონას მიაღწია, რაც პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს (91 მტ 2019 წელს) აღემატება. IEA პროგნოზების მიხედვით, არსებული პოლიტიკებისა და ღონისძიებების გათვალისწინებით, წყალბადზე მოთხოვნა 2030 წლისთვის 115 მილიონ ტონას მიაღწევს.

2021 წელს წყალბადზე მოთხოვნის დიდი ნაწილი დაკმაყოფილდა წიაღისეული საწვავისგან წარმოებული წყალბადით, რაც იმას ნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილების შერბილების კუთხით სარგებელი ნაკლები იყო. დაბალემისიანი წყალბადის წილი 2021 წელს 1 მილიონ ტონაზე ნაკლები იყო. თუმცა, განახლებადი წყალბადის პროექტების წილი დიდი სისწრაფით იზრდება. თუ ყველა მათგანი განხორციელდება, 2030 წლისთვის დაბალემისიანი წყალბადის მაჩვენებელმა შეიძლება 16-24 მილიონ ტონას მიაღწიოს. ინვესტიციების შემაფერხებელ ფაქტორად სახელდება მოთხოვნასთან დაკავშირებული განუზღვრელობა, მარეგულირებელი ჩარჩოს ხარვეზები და წყალბადის საბოლოო მომხმარებლამდე მიწოდების ინფრასტრუქტურის ნაკლებობა.

წყალბადს მნიშვნელოვანი როლი შეუძლია ითამაშოს გლობალური ენერგეტიკული კრიზისის შერბილებაში. არსებული გაზის მილსადენების წყალბადისათვის გამოყენება შესაძლებელია და ეს ინფრასტრუქტურაში ინვესტირებისთვის საჭირო ხარჯებს 50-80% ით შეამცირებს. არსებობს საპროექტო გეგმები, თუმცა მილსადენებით წყალბადის ტრანსპორტირების პროექტები ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა.

საჭიროა პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელება წყალბადზე მოთხოვნის გაზრდის შესაქმნელად.

იხილეთ ანგარიში ვრცლად : https://bit.ly/3LR41Ud

წყარო: WEG World Experience for Georgia

Leave a Reply

Menu Title