შარლ მიშელი – უკრაინაში ომი დრამატულ გავლენას ახდენს ევროპის ენერგეტიკულ მდგომარეობასა და ეკონომიკაზე

რუსეთის ომის დრამატული შედეგების გათვალისწინებით, რომელიც გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე, შევთანხმდით, რომ შევქმნათ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობა ევროპის კონტინენტის ქვეყნების გაერთიანებისა და პოლიტიკური კოორდინაციის პლატფორმის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წერილში, რომელიც მან ევროკავშირის საბჭოს წევრებს 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი სამიტის წინ გაუგზავნა.

მიშელის განცხადებით, ამბიცია არის ლიდერების თანაბარ პირობებში შეკრება, პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა საერთო ინტერესის საკითხებზე, რათა წარიმართოს ერთობლივი მუშაობა მთლიანად ევროპის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებაზე.

„სხვადასხვა შეხვედრის დროს, რომლებიც დაგეგმილია, გექნებათ შესაძლებლობა, განიხილოთ ისეთი თემები, როგორიცაა მშვიდობა და უსაფრთხოება, ეკონომიკური მდგომარეობა, ენერგეტიკა და კლიმატი, მიგრაცია და მობილურობა. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ოფიციალური წერილობითი შედეგი არ არის გათვალისწინებული. უკრაინაში ომი დრამატულ გავლენას ახდენს ევროპის ენერგეტიკულ მდგომარეობაზე და გავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკაზე. ჩვენი უპირველესი მიზანია, უზრუნველვყოთ გარანტირებული მიწოდების უსაფრთხოება და ენერგიის ხელმისაწვდომობა ჩვენი ოჯახების, ბიზნესებისთვის. განსაკუთრებით ზამთრის სიცივის მოახლოებისას“, – აღნიშნულია შარლ მიშელის მისაწვევ წერილში.

Leave a Reply

Menu Title