“ოპეკი +”-ის მინისტრები პირველად გამართავენ პირისპირ შეხვედრას 2020 წლის მარტის თვის შემდეგ

“OPEC+”-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები შეიკრიბებიან 5 ოქტომბერს ვენაში მდებარე ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, ორგანიზაციის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კვშირი”

შეხვედრა  იქნება  “OPEC+”-ის პირველი პირისპირი შეხვედრა 2020 წლის მარტის თვის შემდეგ, როდესაც შეხვდერების ჩატარება დისტანციურ ფორმატში გადავიდა კორონავირუსის პანდემიის გამო.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ვენაში გაიმართება OPEC + წევრი ქვეყნების მინისტრთა სამონიტორინგო კომიტეტის სხდომა და  მინისტრების შეხვედრა.

Reuters-ის ინფორმაციით, “OPEC +” განიხილავს ნავთობის მოპოვების შემცირების შესაძლებლობას ნოემბრის თვეში 0,5-1 მილიონი ბარელით/დღეში, რათა ხელი შეუწყოს სანავთობო ბაზარს.

Leave a Reply

Menu Title