აზერბაიჯანს გაზის დეფიციტის შევსებაში გაზპრომი ეხმარება

რუსულ „გაზპრომს“ გაზის მოპოვება და ექსპორტი მნიშვნელოვნად შეუმცირდა

რუსულმა „გაზპრომმა“ 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 313,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიპოვა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან დაკავშირებით, 17,1%-ით ნაკლებია. ინფორმაციას კომპანიის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ამასთან, ანალოგიურ პერიოდში რუსული გაზის ექსპორტი 40,4%-ით დაეცა (58,9 მილიარდამდე, მანამდე 86,9 მილიარდს შეადგენდა).

ამავდროულად, „გაზპრომის“ თანახმად, გაზის ექსპორტი ჩინეთში ციმბირის ძალის გაზსადენით იზრდება. (გაზპრომსა და CNPC-ს შორის ორმხრივი გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე).

„მომარაგება რეგულარულად აჭარბებს დღიურ სახელშეკრულებო რაოდენობას. სექტემბერში ორი ისტორიული მაქსიმალური დღიური ექსპორტი დაფიქსირდა მიწოდების მთელი პერიოდის განმავლობაში”, – ნათქვამია ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ რუსული „გაზპრომის“ მიერ გაზის წარმოება წლის დასაწყისიდან და 15 ივლისამდე 10,4%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი დსთ-ს არაწევრ ქვეყნებში 33,1%-ით.

Leave a Reply

Menu Title