თბილისი (GBC) – ვაჭრობის გახსნის პირველ წუთებში რუსული სახელმწიფო კომპანია გაზპრომის აქციების ფასი 29,7%–ით დავარდა. მოსკოვის ბირჟის ინდექსი და 8,7%–ით შემცირდა, რაც მინიმალური მაჩვენებელია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
2022 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, გაზპრომის შემოსავალი 2,6–ჯერ გაიზარდა და 2,51 ტრლნ რუბლი ($41,8 მლრდ) შეადგინა. ასეთი მაღალი ზრდა ევროპაში გაზის რეკორდულმა ფასებმა განაპირობა.
წყარო: gbc.ge