ანაკლიაში შტორმის შედეგად დაბინძურებული სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. ძლიერმა შტორმმა, სანაპირო ზოლის დაბინძურება გამოიწვია. გაწმენდით სამუშაოებს ,,კეთილმოწყობის მართვის ცენტრი და ,,ზუგდიდდასუფთავება“, ახორციელებენ.
მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს, ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ პროცესში ჩართვისთვის, პროცესში ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა ნაპირსამაგრი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას, რომელიც შესაბამის სამსახურებს ტექნიკით ეხმარება.