საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მომდინარე წლის ცხრა თვეში საქართველოში 10 მილიარდ 965 მილიონ 800 ათასი კვტსთ ელექტროენერგიაა გამომუშავებული.
2022 წლის იანვარ-სექტემბერში გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა შარშანდელ იანვარ-სექტემბერთან (9073,645) შედარებით გაზრდილია 20,9%-ით.
თბოსადგურების გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა 65%-ით არის გაზრდილი, ჰიდროსადგურების გამომუშავებულის (8854,5 →7770,76) 13,9%-ით, ხოლო ქარის სადგურის გამომუშავებულის (64,7→62,4) კი 3,7%-ით.
თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ხვედრითი წილი მთლიან გამომუშავებაში 13,7%-დან 17,7%-მდეა გაზრდილი.
მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა იანვარ-სექტემბერში 6,6%-ით არის გაზრდილი.
2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში იმპორტირებულია 1 174,8 მლნ კვტსთ 1716,055ელექტროენერგია, შარშანდელ იანვარ-სექტემბერთან შედარებით 31,5%-ით ნაკლები.
2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტირებულია 971 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, შარშანდელთან შედარებით 148%-ით მეტი.
ყველაზე დიდი რაოდენობით ელექტროენერგია შემდეგმა ჰიდროელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს:
ენგურჰესი – 3 134,5 მლნ კვტსთ
ვარციხე ჰესი – 699,2 მლნ კვტსთ
ვარდნილჰესი – 630,5 მლნ კვტსთ
დარიალ ჰესი – 404,0 მლნ კვტსთ
შუახევი ჰესი – 340,1 მლნ კვტსთ
ლაჯანურჰესი – 310,5 მლნ კვტსთ
ფარავანჰესი – 285,3 მლნ კვტსთ
ხრამჰესი 2 – 261,1 მლნ კვტსთ
ჟინვალჰესი – 242,5 მლნ კვტსთ
გუმათჰესი – 240,5 მლნ კვტსთ
დამოუკიდებლობის წლებში აშენებული სეზონური ელექტროსადგურების მიერ 2021 და 2022 წლების იანვარ-სექტემბერში გამომუშავებულია (მლნ კვტსთ):
დარიალჰესი – 419,7 → 404,0
შუახევი ჰესი – 195,8 → 340,1
ფარავანჰესი – 267,5 → 285,3
ხელვაჩაური ჰესი 1 – 123,2 → 163,2
ხადორჰესი – 97,0 → 98,0
მესტიაჭალა ჰესი – 94,9 → 95,1
ოლდ ენერჯიჰესი – 58,9 → 92,6
კირნათი ჰესი – 60,5 → 83,2
ლარსი ჰესი – 59,0 → 65,0
ბიტკოინმომპოვებელი ოთხი მსხვილი კომპანიის („ბი ეფ დი სი”, „აითილები”, „დატაჰაბი” და „ჯეომეინთენანსი”) მიერ 2022 წლის იანვარ-სექტემბერში მოხმარებულია 330,6 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, შარშანდელზე (396.0 მლნ კვტსთ) 16,5%-თ ნაკლები.
წყარო: ipress.ge