ოკუპანტებმა ბურშტინის თბოელექტროსადგური დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა ივანო-ფრანკოვსკის ოლქში ბურშტინის თბოელექტროსადგური დაბომბეს, სადაც ხანძარი გაჩნდა.

ამის შესახებ ივანო-ფრანკოვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ონიშჩუკმა “ტელეგრამში” დაწერა.

“დღეს ჩვენი რეგიონი ისევ გახდა სარაკეტო იერიშების სამიზნე. ბომბი მოხვდა ბურშტინის თბოელექტროსადგურს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს, მაშველები ადგილზე არიან”, – განაცხადა მან.

ონიშჩუკმა ასევე განაცხადა, რომ დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მისივე თქმით, ამჟამად, ბურშტინის თბოელექტროსადგურთან გზა გადაკეტილია, მაგრამ მიმდებარე სოფლების გავლით შემოვლითი გზა მოეწყო.

ასევე, მან მოუწოდა მოსახლეობას, შეზღუდოს ელექტროენერგიის გამოყენება 17:00 საათიდან 23:00 საათამდე.

წყარო: kvira.ge

Leave a Reply

Menu Title