*303#-ზე მიმართვიანობა (მომსახურება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, მობილურ ტელეფონებზე *303# კოდის აკრეფით კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ან/და კომუნალური მომსახურების კომპანიებიდან გამოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია) 2023-2024 წლებში წინა წლებთან შედარებით დასტაბილურდა, რაც მიგვანიშნებს, რომ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალურ მომსახურებას თავისი მუდმივი მომხმარებელი ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.მათივე ცნობით, ტრანზაქციების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 100,000-მდე შეადგინა, ხოლო მომსახურების დანერგვიდან დღემდე 6,620,258 ტრანზაქცია განხორციელდა."კომისიის, ლიცენზიატი კომპანიებისა და მობილური ოპერატორების (მაგთი, სილქნეტი, სელფი) ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომხმარებლებმა შესაძლებელია მობილურ ტელეფონზე *303# აკრეფით ისარგებლონ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური მომსახურებებით, კერძოდ:1. დაამატონ ტელეფონის ნომერი სასურველ აბონენტზე2. მიიღონ ელექტრონული ქვითარი და გადაამოწმონ მიმდინარე ბალანსი;3. მოითხოვონ დარიცხვის გადამოწმება;4. მოითხოვონ მომარაგების ხარისხის ადგილზე შემოწმება;5. დააფიქსირონ ავარიული წყვეტა ოპერატიული რეაგირებისთვის. მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს: ისიც, რომ *303#-ით სარგებლობისთვის არ არის საჭირო წინასწარ აპლიკაციის დაყენება ან ამ მომსახურებისთვის რეგისტრაცია - სისტემა თვითონ ახდენს მომხმარებლის ამოცნობას მობილურის ნომრის მეშვეობით სამივე სექტორის ლიცენზიატთა ბაზებში; ამ მომსახურებით სარგებლობა ასევე არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას და ხელმისაწვდომია ყველა სახის მობილური ტელეფონისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.bp.ge
2024 წლის ივნისიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით, დასრულდა 4 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ჯამური დადგმული სიმძლავრით − 70 მგვტ. ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა. დოკუმენტის მიხედვით, გრძელდება მუშაობა ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისა და გადამცემი ქსელის გაძლიერების მიზნით: „საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, მიმდინარეობდა ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოები. პროექტი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს და ამ ეტაპზე დასრულებულია. 500 კვ ეგხ-ის ლაჯანური-წყალტუბო და 220კვ ეგხ-ის ახალი ლაჯანური-ლაჯანური ჰესი დეტალური პროექტი. დასრულების ეტაპზეა 220 კვ ორჯაჭვა ეგხ-ის ნამახვანი-წყალტუბო და ნამახვანი-ტვიში-ლაჯანური პროექტი. სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმება 2025 წელს; მიმდინარეობდა გურიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის პროექტი; რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში,მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები 220/110 კვ ოზურგეთის ქვესადგურზე; საანგარიშო პერიოდში, დასრულდა 500 კვ წყალტუბო-ახალციხე და 400 კვ ახალციხეთორთუმი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტირების სამუშაოები და შესაბამისი ნებართვების აღების შემდეგ დაიწყება სამშენებლო სამუშაოები; მიმდინარეობდა 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „სტორი-თელავი“ პროექტის შემუშავება. სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმება 2025 წლის ბოლომდე; 2024 წლის მაისში, ხელი მოეწერა არსებული 220/110/10 კვ წყალტუბოს ქვესადგურის გადამრთველის გაფართოებას 220 კვ ფრთით პროექტის ხელშეკრულებას. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა დეტალურ პროექტზე; 2024 წლის ბოლოს დასრულდა 500 კვ ქვესადგური წყალტუბოს სამშენებლო სამუშაოებიდა მოეწყო წყალტუბოში არსებული და ახალი ქვესადგურების დამაკავშირებელი 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზი (დაახლოებით 800 მ სიგრძის) და შესაბამისი ნებართვების აღების შემდეგ, დაგეგმილია 500 კვ ეგხ ჯვარი-წყალტუბოს მშენებლობის დაწყება.
კახეთში, "სტორი 1" - ჰესი 2025 წლის ბოლოს ამოქმედდება. პროექტი აქტიურად მიმდინარეობს, სამუშაოებს კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი გაეცნო.ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეა 33,6 მგვტ, წლიური გამომუშავება - 150 მლნ. კვტ. სთ, ხოლო საპროექტო ინვესტიცია 44,85 მლნ. აშშ დოლარი.პროექტის მშენებლობის ეტაპზე სხვადასხვა პერიოდულობით დასაქმებულია 300-ზე მეტი ადამიანი, ხოლო სადგურის ოპერირების ფაზაზე მუდმივად 30-მდე ადამიანი დასაქმდება.აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სამუშაოებში, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეებია დასაქმებული. ამ მიზნით, ინვესტორმა კომპანიამ ადგილობრივი პერსონალის გადამზადების/დატრენინგების პროგრამები დააფინანსა.„საქართველოს ენერგეტიკის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისება. სტორი 1-ჰესის მშენებლობა ამის საუკეთესო მაგალითია. მსგავსი სადგურების ექსპლუატაცია პირდაპირაა დაკავშირებული საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხო და საიმედო ენერგომომარაგებასთან და რაც მთავარია, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ხარისხის ამაღლებასთან. საქართველოში განახლებადი ენერგეტიკული რესურსით მიღებული თითოეული კილოვატსაათი, რომელიც ენერგეტიკულ სისტემას შეემატება, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობასთან გვაახლოებს,“ - განაცხადა ჯუბო ტურაშვილმა.აღსანიშნავია, რომ „სტორი 1“ - ის ინვესტორი კომპანია ასევე ახორციელებს სოციალურ პროექტებს სადგურის სიახლოვეს მდებარე სოფელ ლეჩურში, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კომპანია სოფლის მცხოვრებლებს მძიმე ტექნიკით სხვადასხვა ლოკალური პრობლემების მოსაგვარებლად, აგრეთვე მატერიალურ მხარდაჭერას უჭერს სოციალურად დაუცველ ოჯახებს და სხვ.

მთელი აგენტურა იყო ჩართული სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების შეფერხებაში, რასაც ჩვენ მომავალში არ დავუშვებთ, სამართლის უზენაესობა და ეროვნული ინტერესები ბოლომდე იქნება დაცული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა როგორც მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებზე, ისე მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობაზე, ქარისა და მზის ენერგიის სადგურებზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ ხელისუფლების ამბიციური მიზნის განხორციელებას - 2030 წლისთვის საქართველო გახდეს თვითკმარი ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით.„მთელი აგენტურა იყო ჩართული სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების შეფერხებაში, რასაც ჩვენ მომავალში არ დავუშვებთ, ამ შემთხვევაშიც, სამართლის უზენაესობა იქნება ბოლომდე დაცული და ეროვნული ინტერესები იქნება ბოლომდე დაცული. არის რამდენიმე მსხვილი, ასევე არა მსხვილი ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც აუცილებლად განხორციელდება. სამ მსხვილ პროექტთან დაკავშირებით ინტენსიური სამუშაოებია დაწყებული, არის ძალიან დიდი რესურსი, იგივე „ნენსკრას“, „ხუდონის“, „ნამახვანის“ მიმართულებით და საჭიროა ინტენსიური მუშაობა, ამ პროექტების განსახორციელებლად. ასევე, მცირე და საშუალო ჰესების, თუ ქარისა და მზის ენერგიის სადგურების მშენებლობის მიმართულებით არის საჭირო სერიოზული მუშაობა. გვაქვს ამბიციური ამოცანა - გვინდა, 2030 წლისთვის 10 000 მეგავატს გადავაჭარბოთ, ამ პროექტების განხორციელების გარეშე კი, ეს მიზანი ვერ იქნება მიღწეული. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ 2030 წელს მოხმარებას გადააჭარბოს გამომუშავებამ, ეს მიზანი უნდა იყოს მიღწეული, ეს სჭირდება საქართველოს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, შესაბამისად, ყველა მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ,“- განაცხადა პრემიერმა.მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებულ კითხვას და აღნიშნა, რომ სამუშაოები უკვე დაწყებულია.
"კომუნალურ მომსახურებაზე მიმართვიანობა წინა წლებთან შედარებით დასტაბილურდა" - სემეკი
სემეკმა ენერგეტიკის რეგულირების შესახებ პირველი ანალიტიკური ჟურნალი გამოსცა
"მემორანდუმი უნგრეთის ენერგეტიკის სამინისტროსთან ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპია" - დავით სონღულაშვილი
ბეიბი ქალმი – მცენარეული წვეთები ჩვილებისთვის საჭმლის მონელების პრობლემების მოსახსნელად
ჩვენთვის უნგრეთთან თანამშრომლობა ყველა სფეროში მნიშვნელოვანია, მათ შორის, ენერგეტიკასა და სოფლის მეურნეობაში - ირაკლი კობახიძე