ლატვიის პრემიერ-მინისტრი: კარგი იქნებოდა, არასდროს გვქონოდა ისეთი ენერგოპოლიტიკა, რომელიც რუსეთზე ასეთ დამოკიდებულებას გამოიწვევდა

ლატვიის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომს აქვს ნეგატიური გავლენა მთელ მსოფლიოზე და ევროპაზე. კრიშიანის კარინიშმა აღნიშნა, რომ ეს ეხება ენერგორესურსებზე ფასებს და ზოგადად, ფასების ზრდას ბიზნესისთვის და მომხმარებლებისთვის.

„ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს ბიზნესს და მომხმარებლებს. ჩვენ უნდა განვიხილოთ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როგორც გაერთიანებამ. ევროკომისიას აქვს წინადადებები, თუ რა შეიძლება ორგანიზაციამ გააკეთოს და რა ნაბიჯები გადადგას გაზის და ელექტროენერგიის ფასების შესამცირებლად, რათა მომხმარებლებმა გადასახადების გადახდა შეძლონ. ჩვენ არამარტო სუბსიდირებას უნდა მივმართოთ, არამედ შევიმუშაოთ მექანიზმები კრიზისიდან თავის დასაღწევად. ეს არ არის მარტივი. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს წარმოდგენილ ინიციატივებთან დაკავშირებით, მაგრამ დარწმუნებული ვართ შეთანხმებას შევძლებთ . ისეთი მდგომარეობაა, რომ უფრო განვსაზღვროთ რა გავაკეთოთ არა ინდივიდუალურად, არამედ ერთად. ზოგიერთ წევრ ქვეყანას უფრო დიდი ბიუჯეტები აქვთ და მათ ბიზნესის დახმარება უფრო მეტად შეუძლიათ, ვიდრე სხვა წევრ სახელმწიფოებს. ეს ქმნის არათანაბარ სიტუაციას. ყველაზე კარგი იქნებოდა, რომ არასდროს გვქონოდა ისეთი ენერგოპოლიტიკა, რომელიც რუსეთზე ასეთ დამოკიდებულებას გამოიწვევდა“, – განაცხადა ლატვიის პრემიერმა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ბრიუსელში ორდღიან სამიტზე შეიკრიბნენ – ორგანიზაცია მსჯელობს უკრაინის დასახმარებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე და ასევე მექანიზმებზე, თუ როგორ გაუმკლავდნენ ენერგორესურსებზე ფასების ზრდას.

წყარო: imedinews.ge

Leave a Reply

Menu Title