როგორი ზამთარი იქნება უკრაინაში – უკრჰიდრომეტეოროლოგიური ცენრის პროგნოზი

უკრაინის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ვარაუდით, მიმდინარე ზამთარში მოსალოდნელია საშუალო ტემპერატურა – 1-2 გრადუსით მეტი 1991-2020 წლებისთვის დათვლილ ნორმაზე, ხოლო ძალიან ცივი ამინდის ხანგრძლივი პერიოდის ალბათობა, მინიმალური ტემპერატურით -25-დან -30 გრადუსამდე, უკრაინაში “ძალიან დაბალია”.

ეს პროგნოზი ცენტრმა უკრაინაში წლების განმავლობაში დაგროვილი მეტეოროლოგიური დაკვირვებების მონაცემების გაანალიზების შემდეგ გააკეთა.

„მეტეოროლოგიური მეცნიერების თანამედროვე განვითარება მთელ მსოფლიოში ჯერ კიდევ არ იძლევა შესაძლებლობას, ატმოსფერული პროცესების ყოველდღიური საიმედო პროგნოზირება მოხდეს ხანგრძლივ პერიოდში (1-3 თვე ან მეტი). ამავდროულად, მეტეოროლოგიური დაკვირვების წყალობით, რომელიც უკრაინის უმეტეს რეგიონებში 80-100 ან მეტ წელს მოიცავს და შესაბამისი მონაცემთა ბაზების შექმნის წყალობით, უკრაინელ მეტეოროლოგებს საშუალება აქვთ, გააანალიზონ დაგროვილი ინფორმაცია და დაადგინონ ტემპერატურული რეჟიმის ტენდენციები“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის თქმითპროგნოზით, უკრაინაში გასული 30 წლის განმავლობაში ტემპერატურის მაჩვენებლების ანალიზის გათვალისწინებით, შემდეგი პროგნოზები შეიძლება, გაკეთდეს 2022-23 წლის ზამთრისთვის:

  • ზამთრის პერიოდში (დეკემბერ-თებერვალი) მოსალოდნელია საშუალო ტემპერატურა – 1991-2020 წლებისთვის გამოთვლილ ნორმაზე 1-2 გრადუსით მეტი;
  • ძალიან ცივი ამინდის ხანგრძლივი პერიოდის ალბათობა, მინიმალური ტემპერატურით -25, -30 გრადუსით, უკრაინაში ძალიან დაბალია;
  • უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია, მოკლევადიანი მნიშვნელოვანი აციება, რომელიც გარძელდება 1-5 დღის განმავლობაში, როდესაც მინიმალური ტემპერატურა ღამით იქნება -15, -20 გრადუსი, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით -26 გრადუსამდე.

მანამდე, რუსების მხრიდან უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტების დაბომბვის ფონზე, უკრაინის მთავრობამ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ “ეს ზამთარი მძიმე იქნება”.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, მოემზადონ ზამთრისთვის.

სასურველია, თითოეულ ოჯახს ჰქონდეს საჭირო ელემენტარული ნივთების მარაგი: თბილი ტანსაცმელი, სანთლები, ფანრები, ბატარეები. მნიშვნელოვანია ამის მომზადება იმ შემთხვევისთვის, თუ სინათლე ან გათბობა აღარ იქნება მასიური სარაკეტო თავდასხმების შედეგად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა.

Leave a Reply

Menu Title