Clean Power Finance Inc და Kilowatt Financial გაერთიანდნენ
კომპანია Clean Power Finance Inc-მა დაამთავრა Kilowatt Financial შერწყმა. ამის შედეგად, გაერთიანებული კომპანია შეძლებს უფრო სწრაფად დააკმაყოფილოს მზის ენერგიის ათვისების ზრდადი მოთხოვნები.
ოთხშაბათს გაკეთებული განცხადების თანახმად, ახალი კომპანია Spruce Finance Inc. მხოლოდ ადგლობრვი პროგრამების დაფინანსებას გეგმავს.
კომპანიებმა შერწყმის შესახებ ჯერ კიდევ ივლისში გამოაცხადეს, მათი ახალი ინვესტორების წარმომადგენლების განცხადებით, მომხდარი ცვლილებები მომხმარებლებისთვის უფრო მომგებიანი და მოსახერხებელი იქნება, რადგან ახალ კომპანიაში ცვლილებები ძირითადად მომსახურების სფეროებში იქნება.
კომპანიის ახალ ინვესტორებში Green Growth-ის ფონდიცაა.
Spruce Finance Inc ამერიკის 18 შტატში აფინანსებს სხვადასხვა მზის ენერგიასთნ დაკავშირებულ პროექტებს და დაახლოებით 50 000 მომხმარებელი ჰყავს. კომპანიამ, დღესდღეობით, 2 მილიარდი დოლარის შეგროვება შეძლო სხვადასხვა სპონსორებისგან.