კოტე აფხაზის ქუჩაზე დიოდური სანათები დამონტაჟდა

„სინათლის ქალაქმა“ კოტე აფხაზის ქუჩაზე, პილოტ პროექტის ფარგლებში, საცდელი ვადით, კომპანია „LITPA“-ს მიერ თურქეთში წარმოებული 27 სანათი დაამონტაჟა. სანათების მონტაჟს „LITPA“-ს წარმომადგენლებთან ერთად, „სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელი ვასილ ხორავა ესწრებოდა.

„სინათლის ქალაქის“ დირექტორის თქმით, იმ კომპანიებს, რომლებიც თბილისში დიოდური სანათების მონტაჟის პილოტ პროექტებს ახორციელებენ, ამჯერად თურქული კომპანიაც შეემატა და კოტე აფხაზის ქუჩა მთლიანად ლედ სანათებით განათდა. ხორავას თქმით, მიმდინარე პილოტ პროექტებს სპეციალისტები აკვირდებიან, რომლებიც მათი ეფექტურობის შესახებ დასკვნას წარმოადგენენ.

შეგახსენებთ, თბილისში ამ დროისთვის უკვე 7 პილოტ პროექტი ხორციელდება. დიოდური სანათები, კოტე აფხაზის ქუჩის გარდა, დამონტაჟებულია ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე, ბარათაშვილის ხიდზე, აეროპორტის შესასვლელთან,  ჯავახიშვილისა დალეონიძის ქუჩებზე, ასევე მელიქიშვილის გამზირზე.

წინასწარი მონაცემებით, დიოდური სანათები ელექტროენერგიის 60–70%-იან ეკონომიას იძლევა.

Leave a Reply

Menu Title