ჩინეთმა რუსული ნავთობის შესყიდვები შეამცირა

ჩინური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დეკემბრიდან, რუსული ნავთობის შესყიდვებს ამცირებენ. ინფორმაციას Reuters წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნავთობით მოვაჭრეები ამბობენ, რომ მომხმარებლებმა შეიძინეს ESPO-ს ციმბირის ნავთობის ბრენდი, რომელიც აღმოსავლეთ ციმბირ-წყნარი ოკეანის მილსადენით (ESPO) მიეწოდება.

წყაროებმა ასევე თქვეს, რომ ჩინური საწარმოები მიწოდებისას იხდიდნენ უფრო დაბალი პრემიას, ვიდრე, მაგალითად, ორი კვირის წინ.

დამოუკიდებელმა ქარხნებმა გადაწყვიტეს, რუსეთიდან ნავთობის მიწოდების შეფერხებების დაზღვევა, რომელიც შესაძლოა, ევროკავშირის სანქციების ძალაში შესვლის შემდეგ დაიწყოს და ალტერნატიული მიწოდება ბრაზილიიდან და დასავლეთ აფრიკიდან გაზარდეს.

ჩინურმა საწარმოებმა, ეს ნაბიჯი იმის მიუხედავად გადადგეს, რომ ამ ქვეყნებიდან ნავთობი უფრო მაღალ ფასად იყიდება. სახელმწიფო საწარმოებმა ასევე დაიწყეს ნაკლები რუსული ნავთობის ყიდვა, რათა წინა ორი თვის განმავლობაში საწვავის დიდი მარაგების შესყიდვის შემდეგ, სანქციების რისკი თავიდან აიცილონ.

Leave a Reply

Menu Title