Siemens Energy რუსეთის აქტივებიდან გასვლის პროცესს წლის ბოლომდე დაასრულებს

­Siemens Energy რუსეთში აქტივების რესტრუქტურიზაციის პროცესს განაგრძობს და იმედოვნებს, რომ პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ კომპანიის მეოთხე კვარტლის ანგარიშში არის ნათქვამი, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

Siemens Energy-მ რუსული ბიზნესიდან მეოთხე კვარტალში 19 მლნ ევროთი იზარალა, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსეთიდან გასვლა ენერგეტიკული ჯგუფის ფინანსურ მაჩვენებელზე სამომავლოდ მნიშვნელოვან გავლენას აღარ მოახდენს.

Siemens Energy 2020 წელს, Siemens-ის ენერგეტიკული განყოფილების გამოყოფის შედეგად ჩამოყალიბდა. კომპანიაში 2021 წლის ნოემბრის ბოლოსთვის Siemens ყველაზე დიდი აქციონერი იყო, რომლის წილიც 35%-ს შეადგენდა. რუსეთში Siemens Energy ენერგეტიკული აღჭურვილობის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი იყო. 2022 წლისთვის, რუსეთში Siemens Transformers-სა და Power Machines-თან ერთობლივ საწარმო Siemens Gas Turbine Technologies-ში კომპანია 65%-იან წილს ფლობდა. ამასთან, Siemens Energy-ში შემავალი Siemens Gamesa რუსეთში განახლებადი ენერგეტიკის პროექტებში Enel Russia-ს პარტნიორი იყო.

ზაფხულში Siemens Energy-მ განაცხადა, რომ ევროკავშირის სანქციებმა რუსეთში კომპანიის ბიზნესსაქმიანობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და ქვეყანაში მუშაობის გაგრძელებას არ ამართელბს. ოქტომბრის შუა რიცხვებში Inter RAO-მ კომპანია Power Machines-ში Siemens Energy-ის 65%-იანი წილის შეძენა დააანონსა. ამასთან, Inter RAO-ს ჰოლანდიური სტრუქტურა, RAO Intertech B.V. Siemens Energy-ის ვორონეჟის ქარხნის მფლობელი გახდა.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply

Menu Title