“გაზპრომმა” აზერბაიჯანისთვის გაზის მიწოდება დაიწყო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2023 წლის მარტის ჩათვლით, მოცულობა 1 მილიარდ კუბურ მეტრ შეადგენს.
“გაზპრომის” განცხადებაში ნათქვამია, რომ გაზის მიწოდება “გაზპრომ ექსპორტსა” და “სოკარის” ახალი ხელშეკრულების შესაბამისად მოხდება.
“გაზპრომი” აზერბაიჯანს გაზს 2000-2006 წლებში აწვდიდა, თუმცა, შემდეგ ქვეყანამ შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის მოპოვება გაზარდა საქართველოსა და თურქეთში ექსპორტისთვის.
2017-2018 წლებში მიწოდება განახლდა.
2019 წლიდან, შაჰ-დენიზის მეორე ფაზის გაშვების შემდეგ აზერბაიჯანმა რუსულ გაზზე უარი ისევ თქვა.
2021 წლის ივლისიდან რუსეთი და აზერბაიჯანი ბუნებრივი აირის სეზონურ გაცვლაზე შეთანხმდნენ.
დოკუმენტი ითვალისწინებს აზერბაიჯანიდან რუსეთში გაზის მიწოდებას ზაფხულის სეზონზე, ხოლო რუსეთიდან აზერბაიჯანში – ზამთრის სეზონზე.