რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან სატელეფონო საუბარში განიხილა წინადადება თურქეთის „გაზის კვანძის“ შექმნის თაობაზე. ამის შესახებ კრემლი იტყობინება 18 ნოემბერს.
პუტინი პირველად ოქტომბერში გამოვიდა თურქეთში გაზის ბაზის შექმნის წინადადებით, რაც შესაძლებელს გახდიდა დაზიანებული „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების მარაგისთვის მიმართულების შეცვლას და ევროპის ბაზარზე მის ექსპორტს. ერდოანი მხარს უჭერს ამ იდეას.
კრემლის თქმით, ორმა მხარემ ასევე განიხილა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების 120 დღით გაგრძელების საკითხი, რაც საშუალებას იძლევა, ბლოკადაში მყოფი უკრაინის პორტებიდან უსაფრთხოდ განხორციელდეს მარცვლეულის ექსპორტი. შეთანხმება თურქეთის შუამავლობით იქნა მიღწეული.
„ვლადიმირ პუტინმა და რეჯეპ ტაიპ ეროდოანმა აღნიშნეს შეთანხმების ამ ‘პაკეტის’ კომპლექსური და სრული განხორციელების მნიშვნელობა,“ განაცხადა კრემლმა.
წყარო: radiotavisupleba.ge