გაეროს კონფერენციის მონაწილეები კლიმატისთვის მიყენებული ზიანის გამო განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ

კლიმატის ცვლილებების შესახებ გაეროს კონფერენციის (COP27) მონაწილეები ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომლის მიზანიც განვითარებად ქვეყნისთვის კლიმატის ცვლილებების ნეგატიური შედეგებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება იქნება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკებები ეგვიპტეში მიმდინარეობდა და კონფერენციის ბოლო დღეს, 18 ნოემბერს ჩავარდნასთან ახლოს იყო, მაგრამ მას შემდეგ რაც კონფერენცია კიდევ ერთი დღით გაახანგრძლივებს, მხარეებმა „კლიმატისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს“.

ფონდი უნდა დაეხმაროს მოწყვლად ქვეყნებს გაუმკლავდნენ ქარიშხლებს, წყალდიდობებს და სხვა სტიქიურ უბედურებებთან გამკლავებაში უნდა დაეხმაროს, რაც განვითარებადი სახელმწიფოების მიერ CO2-ის ისტორიულად მაღალი რაოდენობით გამოყოფის შედეგია. არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად ფონდს განვითარებადი ქვეყნები, კერძო პირები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები დააფინანსებენ.

Leave a Reply

Menu Title