ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
2022 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 90,8 ათასი ტონა, რაც1,7 ათასი ტონით ანუ 1,8%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (92,5 ათასი ტონა) შედარებით.
მიმდინარე წლის პირველი 10 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან – 49,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 54,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი – 19,6 ათასი ტონა (21,6%); თურქეთი – 16,1 ათასი ტონა (17,7%); თურქმენეთი – 3,3 ათასი ტონა (3,6%); რუსეთი – 2,5 ათასი ტონა (2,8%);
2022 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 33,4 ათასი ტონა, რაც 1,9 ათასი ტონით ანუ 6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (31,5 ათასი ტონა) შედარებით.
მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,4% (33,2 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.