რუსეთმა ევროპაში, ნავთობის ბაზრის 90% უკვე დაკარგა

Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციამ, ევროკავშირის ჩრდილოეთის ქვეყნებში თავისი ნავთობის ბაზრის 90%-ზე მეტი დაკარგა.

Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ 18 ნოემბრამდე, 4 კვირაში რუსეთმა როტერდამში დღეში მხოლოდ 95 000 ბარელ ნავთობი გადაზიდა, თუმცა, თებერვლის დასაწყისში რეგიონის პორტებში დღეში 1,2 მილიონ ბარელზე მეტი რუსული ნავთობი იგზავნებოდა.

ლიეტუვამ, საფრანგეთმა და გერმანიამ, რუსული ნავთობის იმპორტი რამდენიმე თვის წინ შეწყვიტეს, სექტემბერში კი სამეულს პოლონეთიც შეუერთდა.

„ნავთობის ვაჭრობიდან რუსეთის ყოველკვირეული შემოსავალი, 2022 წლის იანვრის დასაწყისიდან ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. რუსული ნავთობის გადამზიდავი ტანკერები თავს იკავებენ ამ ქვეყნის ნედლეულის გადაზიდვისგან.

მკვეთრად იზრდება გემების რაოდენობა, რომლებიც ტოვებენ ბალტიისპირეთს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათი შემდეგი დანიშნულების ადგილია პორტ-საიდია ან სუეცის არხი“, – წერს გამოცემა.

ევროკავშირი, რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარს 24 ნოემბერს გამოაცხადებს.

Leave a Reply

Menu Title