ევროკავშირი გაზის ფასებს დაარეგულირებს

გლობალური ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ევროკავშირმა შეიმუშავა გაზის ბაზრის კორექციის საგანგებო მექანიზმი. ეს მექანიზმი შექმნილია იმისთვის, რომ დაიცვას მოქალაქეები და ევროკავშირის ეკონომიკა ბუნებრივი აირის ზედმეტად მაღალი ფასებისგან.

ინოვაცია ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა 22 ნოემბერს, სტრასბურგში წარადგინა.

ევროკომისიის წინადადებით, მექანიზმი ამოქმედდება ერთდროულად ორ ვითარებაში. პირველი არის ფიუჩერსების ფასის ზრდა მომდევნო თვისთვის 275 ევრომდე მეგავატ საათში ორი კვირის განმავლობაში (TTF გაზის ინდექსის საფუძველზე). მეორე, გაზის ფასში სხვაობა ევროკავშირში სხვა საერთაშორისო ინდექსებთან ან თხევადი ბუნებრივი აირის ბაზარზე 58 ევროზე მეტი მეგავატ/საათში ათი დღის განმავლობაში. თუ ორივე პირობა არსებობს, მაშინ სავაჭრო ოპერაციები მითითებულ დონეზე მაღალ ფასებში არ განხორციელდება.

გადაწყვეტილებას საგანგებო მექანიზმის ძალაში შესვლის შესახებ ევროკომისია ექსპერტიზის შეფასების საფუძველზე ერთი დღის ვადაში მიიღებს. მექანიზმის მუშაობა ავტომატურად შეწყდება ფასების მაქსიმალურ დასაშვებ დონეზე დაბრუნების შემდეგ.

წყარო: realpolitika.ge

Leave a Reply

Menu Title