იაპონია უკრაინას გენერატორებს და მზის ენერგიაზე მომუშავე ნათურებს გადასცემს

გადაუდებელი დახმარების ფარგლებში იაპონია უკრაინას გენერატორებს და მზის ენერგიაზე მომუშავე ნათურებს გადასცემს. საუბარია 2,5 მილიონ დოლარზე მეტ თანხაზე. ამის შესახებ უკრაინული მედია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

იაპონიის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო გააგრძელოს გადაუდებელი საგრანტო დახმარება დაახლოებით 2,57 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

იაპონიის ხელისუფლება უკრაინას დახმარებას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მეშვეობით განახორციელებს, საუბარია უკრაინის გენერატორებით და მზის ნათურებით უზრუნველყოფაზე.

„რუსეთის თავდასხმების შედეგად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურების გამო უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დიდი მასშტაბის გამორთვა მოხდა. ვინაიდან უკრაინაში ზამთარი ძალიან მკაცრია, დახმარება აუცილებელია“, – აცხადებს იაპონური მხარე.

წყარო: pia.ge

Leave a Reply

Menu Title