ევროპას ზამთარში გაზის კრიზისის თავიდან აცილება შეუძლია

ევროპაში ბოლო კვირების განმავლობაში შენარჩუნებული თბილი ამინდის წყალობით, რეგიონი შეძლებს 2022-2023 წლების ზამთრის სეზონზე გაზის დეფიციტი თავიდან აირიდოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობის მიმწოდებლის, სინგაპურის კომპანია Trafigura-ს, თანახმად, ევროპის გაზის მარაგი შეიძლება შემცირდეს დაახლოებით ორი მესამედით ამ ზამთარში, იმ პირობით, რომ ამინდი სტაბილურია და რუსული საწვავის მიწოდება გაგრძელდება უკრაინის გავლით.

ეს ნიშნავს, რომ რეგიონი შეძლებს გაუძლოს გათბობის სეზონს და მიიღოს საკმარისი საწვავი, რათა მომავალ წელსაც თავიდან აიცილოს კრიზისი.

ოქტომბრის შემდეგ ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში განსაკუთრებულად ზომიერმა ამინდმა ზაფხულის მაღალი მაჩვენებლებიდან, გაზის ფასების მკვეთრი ვარდნა განაპირობა. რეგიონი ასევე ცდილობს შეავსოს თავისი მარაგები თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტით, რომელიც ტრანსპორტირდება ზღვით და არა მილსადენით.

შეგახსენებთ, რომ ევროპის მიწისქვეშა გაზსაცავებში მარაგების ამჟამინდელი დონე 94,84%-ია, რაც 9,4 პროცენტული პუნქტით აღემატება ბოლო ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელს.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title